logo
ENG



"შენ ეს შეძელი"

07 მარ 202420:03
3 წუთის საკითხავი
 

ერთი წელი სრულდება მარტის აქციებიდან. კონკრეტული მოვლენა, რომელიც საზოგადოების ხელისუფლებაზე გამარჯვებით დასრულდა. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული კანონის გარშემო ბრძოლა. აქციებმა გაცილებით ფართო შინაარსი შეიძინა და რუსეთის საწინააღმდეგო მოვლენად იქცა. პროცესში გარდატეხა ახალგაზრდობამ შეიტანა. წამყვანი როლი სტუდენტობას ეკუთვნოდა. საზოგადოებამ ხელისუფლება აიძულა, მეორე დღესვე გაეუქმებინა კანონი, რომელიც პუტინის რუსეთის ანალოგით დაიწერა. მანამდე ივანიშვილის მთავრობამ აქცია სასტიკად დაარბია, მიუხედავად ამისა, ხალხის დაშლა ვერ მოახერხა. მარტის პროცესების შემდეგ ხელისუფლებამ ახალგაზრდობაზე შურისძიება დაიწყო და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა პროტესტის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც დღემდე ციხეში ზის.


close დახურვა